80 მილიონი და ადგილი კვარაცხელიას – ბარსელონამ გადაწყვეტილება მიიღო

80 მილიონი და ადგილი კვარაცხელიას – ბარსელონამ გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური გამოცემების მიხედვით, კატალონიის “ბარსელონამ” ბრაზილიელი ფეხბურთელის რაფინიას სანაცვლოდ არაბეთის 4 კლუბიდან შემოთავაზება მიიღო.

კატალონიელები მზად არიან ბარსას გარემარბი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვან ზაფხულში.

რაფინიას წასვლა ამ ფასად ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ კატალონიელები მთლიანად გადაერთვებიან ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაზე.

თავად კვარას ნაპოლიში სურს დარჩენა, თუმცა როგორც მისმა აგენტმა განაცხადა, სოლიდური შემოთავაზების შემთხვევაში ხვიჩა ნეაპოლურ გუნდს დატოვებს.

დე ლაურენტისს კვარაცხელიას გაყიდვა 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ სურს.

Leave a Comment