კვარაცხელია მბაპესა და ბელინგემზე წინ – სასიხარულო ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელის შესახებ

ვრცელდება სასიხარულო ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ! ვინც თვლის რომ კვარამ წელს მოუკლო ეს წააკითხეთ

ხვიჩა კვარაცხელია სტატისტიკურმა გვერდმა Whoscored-მა ამ დრომდე ჩატარებული მატჩების მიხედვით იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დასრულებული არ არის, კვარაცხელია ამჟამად საშუალო შეფასებებით მე-3 ადგილზეა და მხოლოდ მარტინესსა და ჩალჰანოღლუს ჩამორჩება.

თუ კვარაცხელია ჩვეულ სტილში განაგრძობს თამაშს, არის დიდი შანსი იმისა რომ საუკეთესო სამეულში დაასახელონ.

წელს კვარაცხელიას საუკეთესოს წოდების მიღება გაუჭირდება, რადგან მთავარ ფავორიტად ლაუტარო მარტინესი მიიჩნევა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *