ნაპოლის ქომაგების პროტესტი ფეხბურთელებს “წადით, გაეთრიეთ და დატოვეთ კლუბი”

ნაპოლის ქომაგების პროტესტი ფეხბურთელებს “წადით, გაეთრიეთ და დატოვეთ კლუბი”

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი საკუთარ არენაზე ატალანტასთან განადგურდა და მორიგი მარცხი იწვნია.

აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია კვარას.

მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციულად ნაპოლის ფეხბურთელები გულშემატკივრებთან გაემართნენ და ტრიბუნებზე მყოფ ფანებს ბოდიში მოუხადეს.

ნაპოლის ქომაგებმა ბოდიში არ მიიღეს, ფეხბურთელებს სტვენით შეხვდნენ და შემდეგ სიტყვებს სკანდირებდნენ : “წადით, გაეთრიეთ, დატოვეთ ნაპოლი”

იტალიური პრესის ინფორმაციით, ნაპოლის წარუმატებლობით გაღიზიანებული გულშემატკივრები მატჩის დასრულების შემდეგ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ნაპოლი ამჟამად იტალიის ჩემპპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგის ზონას ნაპოლი 9 ქულით ჩამორჩება.

Leave a Comment