კვარაცხელია, ოსიმენი თუ ლობოტკა ? – ვინ აირჩიეს იტალიელებმა ნაპოლიში ამ სეზონში საუკეთესოდ

კვარაცხელია, ოსიმენი თუ ლობოტკა ? – ვინ აირჩიეს იტალიელებმა ნაპოლიში ამ სეზონში საუკეთესოდ

ნეაპოლური გამოცემა CalcioNapoli24 სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და კითხულობს თუ ვინ თამაშობს მიმდინარე სეზონში ნაპოლის რიგებიდან საუკეთესოდ.

გამოცემამ სამი საუკეთესო გამოყო : ოსიმენი, ლობოტკა და კვარაცხელია.

საუკეთესოს არჩევა კი გვერდმა კომენტარებში გულშემატკივრებს ანდო.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ იტალიელთა უმრავლესობა კვარაცხელიას ასახელებს, შემდეგ კი ლობოტკას. რაც შეეხება ოსიმენს, რაც არ უნდა უცნაური იყოს ვიქტორმა ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელია არამარტო ნაპოლის რიგებში, არამედ იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა და საშუალო შეფასებით სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა (მარტინესი, ჩალჰანოღლუ და კვარა).

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *