“ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა მეგობარს ის კლუბი დაუსახელა, სადაც მომდევნო სეზონში თამაშს აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato-ს ჟურნალისტი დანიელე ლონგო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნიგერიელმა მეგობარს უთხრა, რომ ზაფხულში “ჩელსის” შეუერთდება.
“სად ითამაშებს ოსიმენი მომდევნო სეზონში? მან უახლოეს მეგობარს უკვე უთხრა, რომ “ჩელსიში” გადავა” – ამბობს ცნობილი ჟურნალისტი.
ოსიმენის საყვარელი ფეხბურთელი დიდიე დროგბაა და სწორედ მისი მემკვიდრეობის გაგრძელება სურს ლონდონურ კლუბში.
Post Views: 7,569