ცნობილია რომელ კლუბში გადადის ვიქტორ ოსიმენი – კვარა საუკეთესო პარტნიორის გარეშე რჩება

ცნობილია რომელ კლუბში გადადის ვიქტორ ოსიმენი – კვარა საუკეთესო პარტნიორის გარეშე რჩება

“ნაპოლის” ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა მეგობარს ის კლუბი დაუსახელა, სადაც მომდევნო სეზონში თამაშს აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato-ს ჟურნალისტი დანიელე ლონგო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნიგერიელმა მეგობარს უთხრა, რომ ზაფხულში “ჩელსის” შეუერთდება.

“სად ითამაშებს ოსიმენი მომდევნო სეზონში? მან უახლოეს მეგობარს უკვე უთხრა, რომ “ჩელსიში” გადავა” – ამბობს ცნობილი ჟურნალისტი.

ოსიმენის საყვარელი ფეხბურთელი დიდიე დროგბაა და სწორედ მისი მემკვიდრეობის გაგრძელება სურს ლონდონურ კლუბში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *