გადაცემა “კაცებში” გიორგი ლორიამ იმ ეპიზოდის შესახებ ისაუბრა, როდესაც საბერძნეთთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო.
“მოდი, ასე დავიწყოთ, სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა – არაფერში. გეტყვით რა სიტუაცია იყო და რა ხდებოდა, იქ ხომ დაიწყო ჩოჩქოლი, “ხიპიში” იყო, გაწევ-გამოწევა, ერთი ამბავი. მე ვიყავი მწვრთნელების მხარეს და ჩხუბი მოხდა მეორე მხარეს.
თან ახლა ჩხუბი კი არის, მაგრამ სანამ ადგები, სანამ მიხვალ, მორჩება რა, მაგრამ გაგრძელდა, გაგრძელდა, ყველა წავიდა და მეც წავედი. სანამ მივედი, იქ შემხვდა ვიღაც გადავკოცნე. სანამ მივედი, მორჩა უკვე ეს ამბავი. შემოვტრიალდი და გავუყარეთ თვალი თვალში (გულისხმობს მსაჯს) და არ ვიცი მოვეწონე თუ რა იყო, წითელი არ ამიფრიალა ეგრევე.
მე ჩემს განცდებში წავედი, რამე რომ მომხდარიყო, ხომ ხვდებით, ჩემს განცდებში ვარ, ღალატი გამოდის გუნდის და არადა, რეალურად, არაფერი ყოფილა”, – ამბობს გიორგი ლორია.