ცნობილია მიზეზი, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს

ცნობილია მიზეზი, რის გამოც კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს

მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლამ ქართველის უკმაყოფილება გამოიწვია, იტალიური გამოცემები ქართველის შესაძლო წასვლაზე საუბრობენ.

ნაპოლის პრეზიდენტმა ცვლილების გამო გაბრაზებული ხვიჩა შესაძლოა ფულადი ჯარიმით დაასანქციროს.

ერთ-ერთი ნეაპოლური მედია კვარას შესახებ წერს.

“მიზეზი რის გამოც ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს მის მიმართ უპატივცემულობაა. ბარსელონას წინააღმდეგ ასეთი ფეხბურთელის შეცვლა გაუგებარი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ. მისი გაბრაზებება ლოგიური იყო და ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ნაპოლის ხელმძღვანელებისგან იმედგაცრუებული ხვიჩა ზაფხულში გუნდს დატოვებს” – წერს გამოცემა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *