კვარაცხელიას ახალი პარტნიორი ეყოლება – ნახეთ ვინ შეცვლის ოსიმენს, რომლის ნაცვლადაც ლაურენტისი 50 მილიონ ევროს იხდის

კვარაცხელიას ახალი პარტნიორი ეყოლება – ნახეთ ვინ შეცვლის ოსიმენს, რომლის ნაცვლადაც ლაურენტისი 50 მილიონ ევროს იხდის

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის შემცვლელს ეძებს და როგორც ცნობილია, იპოვნა კიდეც.

ლაურენტისი მზადაა ფრანგული “ლილის” ფოვარდში, ჯონათან დავიდში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ამ შეთავაზებით “ლილიც” კმაყოფილია და მზადაა კანადელი შემტევი ნაპოლიში გაუშვას.

სწორედ დავიდი მოიაზრება ოსიმენის მემკვიდრედ.

ჯონათან დავიდი 24 წლის თავდამსხმელია, რომელიც ფრანგულ კლუბში 2020 წლიდან ირიცხება. 140 შეხვედრაში 68 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება სიმაღლეს, 175 სანტიმეტრია.

დავიდი კანადის ნაკრების უცვლელი წევრიცაა. ნაკრების ღირსებას 2018 წლიდან იცავს და 46 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.

Leave a Comment