ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ფროსინონეს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2;2 დასრულდა.
ნაპოლის რიგებიდან საუკეთესო შეფასება ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. ქართველმა გარემარბმა სტატისტიკური გვერდისგან 8.8 ქულა დაიმსახურა, რითიც საკუთარი გუნდის რიგებში ყველას აჯობა.
ამ დროისათვის კვარაცხელიას საშუალო შეფასება გაზრდილია და იტალიის ჩემპიონატის მეორე საუკეთესო ფეხბურთელია.
საშუალო შეფასებებით ქართველ ვარსკვლავს მხოლოდ ჩალჰანოღლუ უსწრებს. კვარა ასევე გოლს+გადაცემით მე-6 ადგილს იყოფს ვიქტორ ოსიმენთან ერთად. ორივე მათგანს 16 გოლს+გადაცემა დაუგროვდა.
რაც შეეხება მატჩში ყველაზე მეტ დარტყმებს, კვარა იტალიის ჩემპიონატში ლიდერობს და საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4-ჯერ ურტყავს.
ნახეთ ამ მომენტისთვის იტალიის ჩემპიონატის ტოპ 10 ფეხბურთელის სია საშუალო შეფასებების მიხედვით.
Post Views: 12,054