რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

1867 წელს მონადირეთა ჯგუფს, სატვირთო მანქანების გაჩერება მას შემდეგ მოუწია, რაც ინდოეთის ჩრდილოეთ, პროვინციაში. ბულანდშაჰრის ტყეებში უცნაური სცენა იხილეს-უღრან ჯუნგლებში, მგლების ხროვას წინ მიუძღოდა ოთხზე მდგარი მოზარდი, რომელიც ცხოველებთან ერთად, ერთად გამოქვაბულში გაუჩინარდა.

მონადირეებისთვის ამ სურათის ხილვა, გასაკვირზე უფრო საშიში იყო. მონადირეები დიდხანს ცდილობდნენ, მგლების ხროვა გამოქვაბულიდან ცეცხლის დახმარებით მოეხდინათ, თუმცა უშედეგოდ.

საკმაო დროის გასვლის შემდეგ, ცხოველები მოზარდთან ერთად, ღია სივრცეში თავად გამოვიდნენ. მონადირეებმა მგლები დახოცეს, მათთან ერთად აღმოჩენილი მოზარდი კი, შეიპყრეს.

ველურ ბავშვს, მონადირეებმა დინა სანიჩარი დაარქვეს.

დინა სანიჩარი, სავარაუდოდ, ექვსი წლის ინდოელი ბიჭია, რომელიც ფაქტობრივად მგლებმა გაზარდეს ჩრდილოეთ ინდოეთში, ბულანშერის ტყეებში. სანიჩარი იყო ერთ-ერთი მრავალი ველური ბავშვიდან, რომელიც წლების შემდეგ ინდოეთში იპოვეს. ქვეყანას აქვს ველური ბავშვების დიდი ისტორია, მათ შორის მგლის ბავშვები, პანტერას ბავშვები, ქათმის ბავშვები, ძაღლის ბავშვები და გაზელი ბავშვებიც კი.

ფოლკლორსა და რომანებში, მთელ მსოფლიოში, ველურ ბავშვს ხშირად წარმოაჩენენ, როგორც სასწაულს და საოცრებას, მაგრამ სინამდვილეში მათი ცხოვრება შეიძლება იყოს უყურადღებობისა და უკიდურესი იზოლაციის ტრაგიკული ისტორია. მათი „ცივილიზებულ“ სამყაროში დაბრუნება, შეიძლება ღირშესანიშნავი ამბავი იყოს, მაგრამ

შემდეგ ისინი დავიწყებას ეძლევიან, ტოვებენ კითხვებს ადამიანის ქცევის ეთიკისა და იმის შესახებ, თუ რა გვაქცევს ადამიანად.

მას შემდეგ რაც დინა სანიჩარი დაატყვევეს, ის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, სადაც მონათლეს და დაარქვეს სახელი – სანიჩარი, რაც სიტყვასიტყვით ურდუში შაბათს ნიშნავს; რადგანაც, მონადირეებმა ის სწორედ შაბათ დღეს იპოვეს ჯუნგლებში.

ბავშვთა სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მამა ერჰარდტმის, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიჩარი მოწყვეტილი იყო ცივილიზაციას მაინც ავლენდა გონიერების ნიშნებს და ზოგჯერ გამჭრიახობასაც.

ცნობილმა ბავშვთა ფსიქოლოგმა უეინ დენისმა მოიყვანა მრავალი უცნაური ფსიქოლოგიური მახასიათებელი თავის 1941 წლის სტატიაში American Journal of Psychology-ში, “ველური ადამიანის მნიშვნელობა”.დენისი სტატიაში აღნიშნავდა, რომ სანიჩარი შეუსაბამო გარემოში ცხოვრობდა და ჭამდა იმას, რასაც ცივილიზებული ადამიანი ამაზრზენად თვლიდა.

ფსიქოლოგი ასევე წერდა, რომ სანიჩარი მხოლოდ ხორცს ჭამდა, ეზიზღებოდა ტანსაცმელი და კბილებს ძვლებზე ილესავდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საუბრის უნარი არ ჰქონდა, არ იყო მუნჯი და ცხოველურ ხმებს გამოსცემდა. დენისმა განმარტა, რომ ველური ბავშვები “უგრძნობი არიან სიცხისა და სიცივის მიმართ” და “მცირე ან საერთოდ არ აქვთ მიჯაჭვულობა ადამიანებთან”.

თუმცა, სანიჩარი მიეჯაჭვა ერთ ადამიანს: კიდევ ერთ ველურ ბავშვს, რომელიც იპოვეს მანიპურში და ბავშვთა სახლში მიიყვანეს. მამა ერჰარდტმა თქვა: “უცნაურმა თანაგრძნობამ დააკავშირა ორი ბიჭი და უფროსმაასწავლა უმცროსს ჭიქიდან დალევა”. შესაძლოა, მათ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარა საერთო წარსული და ამიტომაც გაუჩნდათ ურთიერთთანაგრძნობა.

ცნობილი ორნითოლოგი ვალენტინკა ავტორი წიგნისა „ცხოვრება ინდოეთის ჯუნგლებში“ (1880), დინა სანიჩარს იდეალურ გარეულ ცხოველად მიიჩნევდა.

სანიჩარის ზედამხედველმა, მამა ერჰარდტმა სანიჩარი „რეფორმატორების“ ბანაკში მოათავსა, გულდასმით გეგმავდა მის ყველა „წარმატებას“. სანიჩარმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე ბავშვთა სახლის მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა. ადამიანებთან ურთიერთობის 20 წლის შემდეგაც კი, სანიჩარი ვერ გრძნობდა თავს ადამიანად.

განსხვავებით, ლეგენდარული რომულუსისა და რემუსისგან, რომლებიც მგლებმა გაზარდეს, შემდეგ კი ცივილიზაციაში დაბრუნდნენ და ქალაქი რომი დააარსეს, სანიჩარის ისტორია, აბსოლუტურად განსხვავებულია. მან ცივილიზაციაში დაბრუნების მიუხედავად, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება ვერ შეძლო.

ადამიანური თვისებებიდან, რაც სანიჩარმა ისწავლა, ორ ფეხზე სიარული, წვალებით შეეძლო ტანსაცმლის ჩაცმა და საკუთარი თეფშის და ფინჯნის მეთვალყურეობა იყო.

ვერაფრით დასძლია, ჭამამდე მთელი საკვების დაყნოსვა, უმი ხორცის გარდა ყველაფერს ერიდებოდა. კიდევ ერთი უცნაური რამ, რაც სანიჩარს დასჩემდა, თამბაქოს მოწევა იყო. ის აქტიური მწეველი გახდა და გარდაიცვალა 1895 წელს, ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ტუბერკულოზით.

წყარო: bbcnews.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *