კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კლუბის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ნაპოლის მომდევნო მატჩი შაბათსაა. ჯერ-ჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა მონაწილეობას ხვიჩა ემპოლისთან მატჩში.
Post Views: 5,548