საქართველოს ნაკრების მცველის, გიორგი გველესიანის წერილი სოციალურ ქსელში 🇬🇪
🔘 “საქართველო მრავალჟამიერ! ქართველები მრავალჟამიერ!
შორიდან თვალს ვადევნებ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და გული მიწუხს მუდმივი გახლეჩილობით.მინდა დადგეს დრო,როცა ქართველი იდეოლოგიურად გაერთიანდება და შეთანხმდება. ჩემი ქვეყნის მომავლისთვის მხოლოდ კარგი მინდა და არ ვთვლი, რომ აპრიორი რაიმე კავშირში ყოფნა ხსნაა(ღმერთმა ქნას ხსნა იყოს), არც აგრესიული ვეშაპი მეზობლის “დაკრულზე” თავდახრილი ცეკვა მიმაჩნია გამართლებულად. ცხადზე ცხადია, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ორივე ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,ამ რეგიონში გავლენის და კონტროლის გასამყარებლად. მათი პოლიტიკური იარაღი კი საკმაოდ მძლავრი და მრავალფეროვანია,იდეალურად ადაპტირებული მასების ფსიქოლოგიაზე. მე არ ვიცი სად “მიგვაქანებენ” და რეალურად რამდენად უქმნის ეს ყველაფერი ჩვენს ნათელ მომავალს საფთხეს და რომელი ვექტორი გაამარლებს,ან თუ გვჭირდება აუცილებლად სადმე “გაქანება”.რასაც დანამდვილებით ვხედავ მასმედიას თავისი “დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით” სული აქვს ეშმკაკზე მიყიდული და ობიექტურობას მოკლებულია,პოლიტიკოსების სრული ანტაგონიზმი და 30 წლიან საპარლამენტო მუშტიკრივიც ქართველის გახლეჩვის პირველწყაროა..ჩვენ კი,ამ ყველაფრის ფონზე,ბეწვის ხიდზე უსაფთხოდ და მშვიდად გავლა გვმართებს. ქართველებს გვაქვს ჩვენი უნიკალური იდენტობა,რაც
მხოლოდ ჩვენია და რაშიც ვერავინ მოგვედავება,როგორც ეს “მრავალჟამიერი”. ცნობიერებით ქართველის უპირობოდ მიკუთვნება დასავლურ სუბკულტურასთან,ან და აზიურთან,გაუმართლებელია.ჩვენ თუ,როდისმე შევთანხმდებით და ერთმანეთის სიყვარულს ვისწავლით,ვფიქრობ თვითმყოფად სახელწიფოდ ჩამოვყალიბდებით,იქნება ეს ევროკავშირში თუ მის მიღმა. მგონი გვაქვს იმის შნო, განვითარებით და წინსვლით,ამ რეგიონში ჩვენი სიტყვა ვთქვათ და რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული რუს ტურისტზე, დასავლურ გრანტებზე,თურქულ პომიდორსა და ჩინურ “ნიფხავზე”. ერს როცა ქრისტიანობაზე აქვს პრეტენზია,იქ სიძულვილის ადგილი არაა: არც საკუთარის,არც ებრაელის,არც რუსის და არც ევროპელის. შეიძლება და ვალდებულიც ვართ ვგმობდეთ ოკუპაციას, მტერს მტრულადაც უნდა დავხვდეთ,მაგრამ გვძულდეს განურჩევლად ყველა,ეთნიკური ნიშნით,არ გვეკადრება.
დიდება საქართველოს!
პ.ს. თვითფრინავში შესრულებული “მრავალჟამიერი” სიმბოლურია, ვინ იცის საით წაგვიყვანს პილოტი?! “იქინე”თუ არ მიგვიღეს,აუცილებლად “აქინე” წავა ვითომ?! ეგება სახლში დაბრუნდეს, ვინ იცის… ” – წერს საქართველოს ნაკრების მცველი