ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა დათმო.
ნეაპოლელები ამჯერად ემპოლისთან დამარცხდნენ სტუმრად მინიმალური ანგარიშით.
კვარაცხელიამ მოედანზე 72 წუთი გაატარა და სტატისტიკური გვერისგან 6.4 ქულა დაიმსახურა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ტრადიციულად თავიანთ ქომაგებთან გაეშურნენ.
ნაპოლის ფანებმა ფეხბურთელების ბოდიში არ მიიღეს და უხამსი სიტყვებითაც შეამკეს ისინი მორიგი მარცხის გამო.
Post Views: 3,458