იტალიური გამოცემა IL MATTINO ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
გამოცემა იუწყება, რომ კვარაცხელია მომდევნო სეზონში ნაპოლის მთავარი ფიგურა გახდება, რადგან ოსიმენი გუნდს ტოვებს.
გუნდის ხელმძღვანელები ხვიჩას კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებენ და წელიწადში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.
როგორც ცნობილია, შეთანხმებასთან ორივე მხარე ახლოსაა და მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს.
Post Views: 2,250