დასახელდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიას ბევრი გოლი ვერ გააქვს

დასახელდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიას ბევრი გოლი ვერ გააქვს

იტალიურ მედიაში არაერთი ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას წლევანდელ პერფორმანსს ეხმაურება.

ერთ-ერთი ნეაპოლური გვერდი წერს, რომ კვარაცხელია გოლების მანქანა იქნებოდა, მას რომ მაღალი დონის თანაგუნდელები უმაგრებდნენ ზურგს.

მიზეზი იმისა, რომ ხვიჩას ბევრი გოლი ვერ გააქვს, ნაპოლის სხვა მოთამაშეების ცუდი ფორმაა.

“როდესაც ნაპოლი მაღალი დონის ნახევარცმველებს და დაცვას იყიდის, კვარა მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება. არ შეიძლება მისნაირი ტალანტის მქონე ფეხბურთელს მუდამ ავალებდე დაცვაში ხშირად ჩასვლას. ენერგია უნდა გადაანაწილოს” – ნეაპოლური პრესა.

Leave a Comment