კონტე ნაპოლის მწვრთნელი ხდება და წელიწადში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს | რა როლი ექნება კვარაცხელიას კონტეს ნაპოლიში

კონტე ნაპოლის მწვრთნელი ხდება და წელიწადში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს | რა როლი ექნება კვარაცხელიას კონტეს ნაპოლიში

Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის ჩირო ვენერატოს მტკიცებით, 54 წლის ანტონიო კონტე მზადაა “ნაპოლი” ჩაიბაროს და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა.

როგორც ცნობილია, კონტე ხელფასის სახით წელიწადში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ვინჩენცო მონტეფუსკომ ნაპოლის რადიოსთან კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ გუნდში კონტეს დანიშნავენ კვარაცხელიას გაუჭირდება.

“თუ ნაპოლი მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშნავს, მას დღევანდელი ლიდერები არაფერში არ გამოადგება. ვგულისხმობ კვარაცხელიას, რომელიც კონტეს სათამაშო ტაქტიკაში არ ჯდება და კონტეს სხვა ფეხბურთელების მოძებნა მოუწევს. კონტეს სხვანაირი ინტელექტი აქვს და შეუძლია კვარას სხვა როლიც გამოუძებნოს” – ამბობს ნაპოლის ლეგენდა.

Leave a Comment