რატომ შეცვალა რომასთან ბოლო წუთებზე კალცონამ კვარაცხელია – მწვრთნელი მიზეზს ასახელებს

რატომ შეცვალა რომასთან ბოლო წუთებზე კალცონამ კვარაცხელია – მწვრთნელი მიზეზს ასახელებს

ფრანჩესკო კალცონამ “რომასთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

კვარაცხელიას შეცვლასთან დაკავშირებით კალცონამ შემდეგი სიტყვები თქვა :

“რატომ შევცვალე კვარა ? ტრავმა რომ არ მიეღო. ბევრი ენერგია დახარჯა და ამის გამო გადავწყვიტეთ მისი შეცვლა” – ამბობს ნაპოლის მწვრთნელი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია რომასთან მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თერთმეტმრიანიც მოუპოვა გუნდს.

ნაპოლისა და რომას შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

Leave a Comment