იტალიური გამოცემის Calcionapoli.it ინფორმაციით, ნაპოლის ფეხბურთელებს შორის რომასთან მატჩშის შემდეგ შელაპარაკება მოხდა.
გამოცემა იუწყება, რომ გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და ჟუან ჟესუსი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ცოტა დააკლდათ რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო კონფლიქტი.
აღნიშნულს ნაპოლის ქომაგები ეხმაურებიან და ყველაფერს აურლეიო დე ლაურენტისს აბრალებენ. ქომაგების აზრით ლაურენტისია მთავარი მიზეზი, რის გამოც ნაპოლი ასეთ მდგომარეობაშია.
Post Views: 2,122