რამდენად მაღალი გაიზრდება თქვენი შვილი – სიმაღლის გამომთვლელი 3 ყველაზე ცნობილი ფორმულა, რომელსაც ექიმები ეყრდნობიან

რამდენად მაღალი გაიზრდება თქვენი შვილი – სიმაღლის გამომთვლელი 3 ყველაზე ცნობილი ფორმულა, რომელსაც ექიმები ეყრდნობიან

სიცოცხლის პირველ წელს ბავშვები ელვისებური სისწრაფით იზრდებიან და სიცოცხლის პირველ წელს 25 სანტიმეტრს იმატებენ. თავის ტვინში ენდოკრინულ ჯირკვალში ზრდის ჰორმონის წარმოიქმა იწყება, რომელიც ძირითადად, ძილში გამოიყოფა. ამის გამო ბავშვის ჯანსაღი და მშვიდი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთი წლიდან სამ წლამდე ბავშვი, საშუალოდ, წელიწადში 10 სანტიმეტრს იმატებს. სამი წლიდან ექვს წლამდე ზრდის ტემპი მცირდება და დაახლოებით 4-5 სანტიმეტრს შეადგენს. 10 წლამდე კვლავ უმნიშვნელო შენელებაა და უკვე 11 წლიდან (გოგონებისთვის) და 13 წლიდან (ბიჭებისთვის) ზრდის ტემპში მკვეთრი ნახტომი გვაქვს.

40 წლის შემდეგ, ჩვენი სხეულის სიმაღლე ოდნავ მცირდება, რაც გამოწვეულია მალთაშუა დისკებიდან სითხის დაკარგვით.

თუ რა სიმაღლის გაიზრდება ბავშვი, ამის გამოსათვლელად რამდენიმე სამედიცინო ფორმულა არსებობს. სწორედ მას ეყრდნობიან ექიმები.

  1. ყველაზე გავრცელებული ფორმულა
    ბიჭის სიმაღლე (სმ) = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) * 0.54 – 4.5 (სმ)

მაგალითი: (165 + 183) * 0.54 – 4.5 (სმ) = 183.4 (სმ)

გოგონას სიმაღლე = (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე) * 0.51 – 7.5 (სმ)

მაგალითი: (159 + 173) * 0,51 – 7,5 (სმ) = 161,8 (სმ)

2. დოქტორ ჯონ ჰოკერის ფორმულა

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო სამედიცინო ცენტრის, მაიოს კლინიკის თანამშრომელმა შემოგვთავაზა შემდეგი გამოთვლები:

ბიჭის სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე): 2 + 6.4

მაგალითი: (183 + 165): 2 + 6.4 (სმ) = 180.4 (სმ)

გოგონას სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე): 2 – 6.4

მაგალითი: (173 + 159): 2 – 6.4 (სმ) = 159.6 (სმ)

3. კარკუსის ფორმულა

ჩეხმა მეცნიერმა საკუთარი ფორმულა შეიმუშავა:

ბიჭის სიმაღლე = (მამის სიმაღლე + დედის სიმაღლე * 1.08): 2

მაგალითი: (183 + 165 * 1.08): 2 = 180.6 (სმ)

გოგონას სიმაღლე = (მამის სიმაღლე * 0,923 + დედის სიმაღლე): 2

მაგალითი: (173*0.923 + 159): 2 = 159.3

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *