ორი გენიოსი ერთად ითამაშებს – ნახეთ ვის იმატებს ერთი წლით ნაპოლი მადრიდის რეალიდან

ორი გენიოსი ერთად ითამაშებს – ნახეთ ვის იმატებს ერთი წლით ნაპოლი მადრიდის რეალიდან

ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანდო სოციალურ ქსელში ნაპოლის შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაპოლი მადრიდის “რეალიდან” უნიჭიერესი ფეხბურთელის, 19 წლის არდა გიულერის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

რა თქმა უნდა მადრიდელები თურქ ფეხბურთელს არ გაყიდიან, საუბარია 1 წლით განათხოვრებაზე.

არდა უნიჭიერესი შემტევია და კვარასთან ერთად შეტევაში ბრწყინვალე დუეტს შექმნის.

არდას რეალში სათამაშო დრო არ ეძლევა და განვითარებისთვის ნაპოლი მისთვის იდეალური იქნება.

Leave a Comment