ხვიჩა იტალიაში მეფობს – სტატისტიკა, რის გამოც გრანდები კვარასთვის ნადირობენ

ხვიჩა იტალიაში მეფობს – სტატისტიკა, რის გამოც გრანდები კვარასთვის ნადირობენ

სტატისტიკური გვერდის Sofascore-ს მიხედვით ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატს რამდენიმე კომპონენტში ლიდერობს.

კვარაცხელია თამაშში საშუალოდ 3.8 დარტყმას ახორციელებს, რითიც ლიგას ლიდერობს.

კვარაცხელია მეორე ადგილზეა მოპოვებული თერთმეტმეტრიანებით (2-ჯერ გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი).

Kickest.it-ს მიხედვით ხვიჩას იტალიის ჩემპიონატში ამ სეზონში 86 წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდა და მხოლოდ სულეს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 89 დრიბლინგია.

მიუხედავად იმისა, რომ კვარას ხშირად ვერ გააქვს გოლი და ვერ აკეთებს საგოლე გადაცემას, გოლს+ასისტით მე-8 ადგილზეა (16).

ხვიჩას ასევე 57 “საკვანძო” გადაცემა დაუგროვდა, რითიც ტოპ 10-შია.

როგორც ხედავთ, ნაპოლის ცუდი თამაშების მიუხედავად, რომ არა ხვიჩა, გუნდი გაცილებით უარეს დღეში იქნებოდა.

Leave a Comment