ნაპოლის ბოსმა კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – “ეს ხვიჩას დაცინვაა”

ნაპოლის ბოსმა კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – “ეს ხვიჩას დაცინვაა”

იტალიური გამოცემის Il Mattino-ს ინფორმაციით, კვარაცხელიას აგენტი და ნაპოლის პრეზიდენტი ერთამენთს უკვე შეხვდნენ.

საუბარი ხვიჩას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ იყო, თუმცა მხარეები კიდევ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

გამოცემა იუწყება, რომ კვარაცხელიას აგენტი ხვიჩასთვის იმ გასამრჯელოს ითხოვს, რომელიც ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტის გახანგრძლივებამდე ჰქონდა. (საუბარია წლიურ 5 მილიონ ევროზე).

თავად ლაურენტისი კი ამბობს რომ მხოლოდ 3.5 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია გუნდის სახელფასო ჭერის გამო.

რადგანაც ნაპოლი ვერ ახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას, გუნდი ფინანსურად დაზარალდა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ლაურენტისი მხოლოდ 3.5 მილიონს სთავაზობს კვარას, იტალიელი ქომაგები წერენ რომ ეს ქართველი ფეხბურთელის დაცინვაა.

მათი აზრით კვარაცხელია მინიმუმ 5-6 მილიონ ევროს იმსახურებს, ნაპოლის პრეზიდენტი კი მხოლოდ 3.5 მილიონზეა თანახმა.

Leave a Comment