მესის ღირსეული საქციელი, რამაც კვარაცხელია გააოცა – “ამხელა ფეხბურთელი რომ ამას გააკეთებს..”

მესის ღირსეული საქციელი, რამაც კვარაცხელია გააოცა – “ამხელა ფეხბურთელი რომ ამას გააკეთებს..”

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ­მა ქარ­თველ­მა ვარ­სკვლავ­მა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ პა­რიზ­ში, 2023 წლის “ოქ­როს ბურ­თის” და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ლი­ო­ნელ მე­სის­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. ფეხ­ბურ­თე­ლის თქმით, ამ ეპი­ზოდ­მა მისი წარ­მოდ­გე­ნა არ­გენ­ტი­ნელ ფეხ­ბურ­თელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა:

“მე­სის­თან შეხ­ვედ­რა იყო ის­ტო­რია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ და­მი­ჯე­როთ. ამის შემ­დეგ ლეო ჩემ­თვის რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ოქ­როს ბურ­თის და­ჯილ­დო­ე­ბი­სას მესი ჩემ­გან მარ­ჯვნივ იჯდა. ფეხ­ბურ­თე­ლებს გვი­თხრეს, რომ სა­რეკ­ლა­მო პა­უ­ზი­სას არ გვე­მოძ­რა­ვა და ად­გი­ლი არ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა.

უცებ, მესი ადგა და წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა. ჩემ­სკენ წა­მო­ვი­და, ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვერ ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. ხელი გა­მო­მი­წო­და, და­ვი­ბე­ნი უცებ და ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით, რის შემ­დე­გაც თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­და. ამ­ხე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი რომ დგე­ბა და გა­მარ­ჯო­ბის სათ­ქმე­ლად შენ­თან მო­დის, არ ვიცი, მა­გა­რი პი­როვ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ”, – აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ინ­ტერ­ნეტ გა­და­ცე­მა­ში “არ გა­ჩერ­დე, უგულ­შე­მატ­კივ­რე სა­ქარ­თვე­ლო”, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სპონ­სო­რო­ბით გა­დის.

Leave a Comment