კვარაცხელიას მომავალი გაირკვა – სად ითამაშებს ხვიჩა მომდევნო სეზონში

კვარაცხელიას მომავალი გაირკვა – სად ითამაშებს ხვიჩა მომდევნო სეზონში

calcionapoli24.it La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ გასულ კვირას კვარაცხელიას აგენტსა და ნაპოლის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები შედგა ხვიჩას მომავალთან დაკავშირებით.

ლაურენტისი კვარაცხელიას ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს. კვარაცხელიას გარემოცვას კი 5 მილიონი ევრო სურს.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა და მხარეები კმაყოფილები დარჩნენ.

სავარაუდოდ კვარაცხელია ნაპოლიში დარჩება და მომდევნო სეზონსაც ამ გუნდში გაატარებს.

Leave a Comment