ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლეჩეს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.
ნეაპოლურ გუნდს ცუდი სეზონი გამოუვიდა და ვერცერთ ევროპულ ტურნირზე ვერ იასპარეზებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კონტე ნაპოლის ახალი პროექტით მოხიბლულია და მომდევნო კვირაში წარადგენენ მას გუნდის მთავარ მწვრთნელად.
ნაპოლის ტოვებენ ვიქტორ ოსიმენი და პიოტრ ზელინსკი.
ასევე გუნდიდან დიდი ალბათობით წავლენ ჯოვანი სიმეონე, მარიო რუი, ჟუან ჟესუსი და ლეო ოსტიგორი.
დიდია ალბათობა იმის, რომ ჯოვანი დი ლორენცომაც ბოლო შეხვედრა ჩაატარა ნაპოლის მაისურით. ლეჩესთან მატცში კაპიტანი შეცვალეს და კამერებმა დააფიქსირეს, რომ სამწვრთნელო შტაბი მას ემოციურად დაემშვიდობა.
დი ლორენცოს გადაბირება მილანის ინტერს და რომას სურთ.
Post Views: 2,013