“კვარაცხელია რონალდუზე ბევრ გოლს გაიტანს” – ზაზა ჯანაშიას პროგნოზი ევროპის ჩემპიონატზე

“კვარაცხელია რონალდუზე ბევრ გოლს გაიტანს” – ზაზა ჯანაშიას პროგნოზი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ РБ Спорт-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა რომ ხვიჩა კვარაცხელია რონალდუზე ბევრ გოლს გაიტანს.

“ვინ უფრო მეტს გაიტანს ? ვფიქრობ რონალდუ საერთოდ ვერ გაიტანს. კვარაცხელია უფრო შედეგიანი იქნება. კვარაცხელია ბევრად ახალგაზრდაა და თან ქართველია. ახალგაზრდა ქართველი ასაკოვან პორტუგალიელზე უკეთესი იქნება” – ამბობს ჯანაშია.

Leave a Comment