“ვიღაცეები წამყვან მოთამაშეებს დაკარგავენ..” – რა თქვა გუნდიდან წასულმა სპალეტიმ კვარაცხელიას შესახებ

“ვიღაცეები წამყვან მოთამაშეებს დაკარგავენ..” – რა თქვა გუნდიდან წასულმა სპალეტიმ კვარაცხელიას შესახებ

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, იტალიის ჩემპიონატის 2023/2024 წლების სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება. ახალი სეზონისა და მისი ფავორიტის შესახებ ჰკითხეს ნაპოლის ყოფილ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, რომელმაც თქვა, რომ რუდი გარსიასა და მის ბიჭებს ტიტულის დაცვა შეუძლიათ:

“ახალი სეზონი იწყება, ახალი გამოწვევებია და ვიღაცები წამყვან მოთამაშეებს დაკარგავენ. მიუხედავად ამისა, გარშემო არაერთი ძლიერი ფეხბურთელია და ლიდერების ჩანაცვლება შეუძლებელი არ არის. ჩემპიონობაში მთავარი ისაა, რომ კლუბში შესაფერისი გარემო და ატმოსფერო იყოს, ნეაპოლი კი ამ მხრივ ყოველთვის გამორჩეული იყო. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, რომ ტიტული მომდევნო სეზონშიც მოიგონ. რუდი გარსიას ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან.”

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *