ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ენრიკო ვალიარე ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის განცხადებებს ეხმაურება.
“მამუკა ჯუღელის ასეთი განცხადებები ვფიქრობ რომ მისი კლიენტის საფეხბურთო კარიერის 2-3 წლის დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებს. კვარას ადგილზე აგენტის შევიცვლიდი” – წერს სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯუღელმა “სპორტი იმედზე” გადაცემაში განაცხადა, რომ კვარაცხელია ისეთ კლუბში უნდა თამაშობდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. ნაპოლიში დარჩენით კი კვარაცხელია ერთ წელს კარგავს.
Post Views: 296