იტალიური გამოცემა CalcioNapoli24 ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ფეხბურთელისთვის ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო მოითხოვა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ქართული მხარე 4.5 მილიონ ევროს ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ “პსჟ” მზადაა ხვიჩას ტრანსფერის შემთხვევაში, კვარაცხელიას ანაზღაურება 10 მილიონი ევრო გახადოს.
Post Views: 422