ნაპოლის პრეზიდენტმა მილანთან მარცხის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო – რას აპირებს დე ლაურენტისი

ნაპოლის პრეზიდენტმა მილანთან მარცხის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო – რას აპირებს დე ლაურენტისი

ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მილანთან მარცხის შემდეგ უკმაყოფილო დარჩა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაურენტისი ვალტერ მაძარის რამდენიმე შეხვედრას დააცდის და თუ გუნდი მოგებების სერიას არ დაიწყებს, მას გაათავისუფლებს. ნაპოლის ბოსმა გადაწყვიტა ახალი მწვრთნელის ძიება უკვე დაიწყოს.

ლაურენტისს იმედი აქვს რომ იტალიის ჩემპიონატში გუნდი ოთხეულში შესვლას შეძლებს და ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონშიც იასპარეზებს.

მაძარის დარჩენა იმაზეც იქნება დამოკიდებული, როგორ ათამაშებს გუნდს ფეხბურთს ბარსელონასთან.

ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი ოთხშაბათს დაუბრუნდება. ნიგერიელს მცირე ტრავმა აქვს და უცნობია როდის დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *