იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, გერმანიაში ჩაფრინდნენ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და გუნდის სხვა წარმომადგენლები.
როგორც ცნობილია, “ნაპოლის” ხელმძღვანებელი ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდნენ და აუხსნეს, რომ ანტონიო კონტეს ნაპოლიში მას დიდი როლი აქვს.
კვარაცხელიას უთხრეს რომ კლუბის მთავარი სახე იქნება და მის გარშემო აშენდება ახალი გუნდი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები დადებითად წარიმართა და ნეაპოლში იმედოვნებენ რომ კვარაცხელია გუნდში დარჩება.
Post Views: 724