უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს სურს.
საუბარია “ლივერპულზე”, რომლის ხელმძღვანელობაც მოხიბლულია მამარდაშვილის თამაშით ევროპის ჩემპიონატზე.
“ლივერპულს” ალისონ ბეკერი ჰყავს, თუმცა ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი მეკარე შესაძლოა საუდის არაბეთში გადავიდეს.
გიორგის შეძენა “ნიუკასლსაც” სურს და სწორედ ეს ორი გუნდი შეეცდება ყველაზე კარგი შეთავაზება გაუკეთოს “ვალენსიას” ქართველ;ი მეკარის შესახებ.
მამარდაშვილის ფასი ამჟამად 35 მილიონი ევროა.
Post Views: 1,892