უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ იმ ნაკრებებსა და ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომელთაც ის ყველაზე მეტად აღფრთოვანებული დარჩა.
ასეთ ნაკრებებში ჩეფერინიმ ერთ-ერთი საქართველო დაასახელა, ხოლო ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელია.
“ვინ მომხიბლა ყველაზე მეტად ? ფინალისტებით დაწყებული, ბევრმა. მხიბლავს ბელინგემის თამაშის ხარისხი, ასევე ჰარი კეინმა მომხიბლა. ასევე როდრი, რომელიც ესპანეთის ნაკრების ტვინია. ის არასოდეს კარგავს ბურთს და არ ვიცი ამას როგორ ახერხებს. ასევე კვარაცხელიამ.” – ამბობს ჩეფერინი ესპანურ AS-თან ინტერვიუში.
Post Views: 523