სასიხარულო ინფორმაცია – გიორგი მამარდაშვილის დამატება ინგლისის პრემიერლიგის გრანდს სურს

სასიხარულო ინფორმაცია – გიორგი მამარდაშვილის დამატება ინგლისის პრემიერლიგის გრანდს სურს

ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ჟურნალისტი იუწყება, რომ ქართველი მეკარეს შეძენა ლონდონის “ჩელსის” სურს.

“ჩელსის” ხელმძღვანელობა მამარდაშვილის გარდა კიდევ ორ მეკარეს, იორგენსენს და ტრაფორდს აკვირდება.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის დამატების სურვილი მიუნხენის “ბაიერნსაც” აქვს.

ქართველი ფეხბურთელის ფასი სატრანსფერო ბაზარზე 45 მილიონი ევროა.

Leave a Comment