გიორგი მამარდაშვილის შესახებ სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება.
ცნობილი ესპანური გამოცემის El Nacional-ის ინფორმაციით, მანჩესტერ “სიტის” ქართველი მეკარის დამატება სურს.
როგორც ცნობილია, მანჩესტერელთა ბრაზილიელი მეკარე ედერსონი საუდის არაბეთში გადადის და სწორედ მის ნაცვლად განიხილავენ მამარდაშვილის ყიდვას.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბაზარზე მამარდაშვილის ფასი 45 მილიონი ევროა, რითიც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ ითვლება.
Post Views: 525