მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ალბანეთთან ტკივილების გამო მოედანი დროზე ადრე დატოვა.
ვილი სანიოლი იძულებული იყო კვარაცხელია გაეყვანა და არ გაეირსკა.
ნეაპოლში დაბრუნებულ კვარაცხელიას გამოკვლევები ჩაუტარეს.
დადგინდა, რომ ქართველ ვარსკვლავს არანაირი ტრავმა არ აქვს და სათამაშოდ მზად არის.
ამის შესახებ ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს.
ნაპოლი მომდევნო მატჩს 15 სექტემბერს კალიარის წინააღმდეგ გამართავს.
Post Views: 12,564