„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ „კალიარის“ წინააღმდეგ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
კონტემ ხვიჩას შესახებაც დასმულ კითხვას უპასუხა და კვარას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა კომენტარი :
„ფეხბურთელები ნაკრებებიდან კარგ კონდიციებში დაბრუნდნენ. რაც შეეხება კვარას, მას კოჭი აწუხებდა. ვნახოთ თუ ითამაშებს, მას ორი ვარჯიშის განმავლობაში დავაკვირდებით“. – განაცხადა კონტემ
ნაპოლისა და კალიარის შეხვედრა 15 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება.
Post Views: 1,341