უცხოური სპორტული გამოცემების მიხედვით, თუ შონ ომალი მერაბ დვალიშვილს დაამარცხებდა, შონი დაახლოებით 2 მილიონ დოლარამდე მიიღებდა.
როგორც იწერება, დვალიშვილმა ომალის დამარცხებისთვის გარანტირებული 500 000 დოლარი მიიღო. ამ თანხას კი სხვადასხვა სასპონსორო ბონუსები დაემატება.
არის დიდი შანსი ანაზღაურება დაახლოებით 1 მილიონ დოლარამდეც გაიზარდოს.
დვალიშვილმა ზედიზედ 11 გამარჯვება მოიპოვა და გახდა მეორე ქართველი ილია თოფურიას შემდეგ, ვინც UFC-ს ჩემპიონი გახდა.
Post Views: 8,763