Diddy-ის ირგვლივ ატეხილი სკანდალი არ ცხრება. შემაშფოთებელ საქმეში, უამრავი „სელებრითის“ სახელი ფიგურირებს. მათგან ერთ-ერთი ჯეი ლოა, რომელსაც რეპერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.
ინტერნეტსივრცეში არტისტის ძველი ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის რეპერთან განშორების შესახებ საუბრობს.
„მე მას კისერზე არასდროს ვეკიდებოდი… გულის სიღრმეში მუდამ ვიცოდი, რომ ის მე მღალატობდა. ის მეუბნებოდა, რომ ღამის კლუბში მიდიოდა და მთელი ღამით და დღით იკარგებოდა. ბოლოს დავფიქრდი, მინდოდა თუ არა, 10 წლის შემდეგ, შვილებით ხელში, ღამით მარტო ყოფნა და მამაკაცის ლოდინი“, – განაცხადა ლოპესმა.
შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესმა და რეპერმა ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. ჯეი ლო მის ყველა კონცერტს ესწრებოდა და მასთან უამრავ ფოტოსაც იღებდა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზის შესახებ არტისტმა თავად, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.
ცნობისთვის, შონ კომბსს ბრალად სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა, ძალადობა და არაერთი მძიმე დანაშაული ედება. კომბსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ე.წ. „თეთრ წვეულებებს“ ცენტრალური ადგილი უკავია. რეპერი ყველა ბრალდებას უარყოფს. ფედერალური სასამართლო მის საქმეს უახლოეს თვეებში განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რეპერს მრავალ წლიანი, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
წყარო ; ფორტუნა