შოტლანდიის ნაკრების ლიდერი და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი სკოტ მაკტომინეი ნაპოლიში გადასვლის შემდეგ თანაგუნდელებზე საუბრობს.
“აღფრთოვანებული დავრჩი იტალიის ჩემპიონატის დონით. ლუკაკუ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია ვისთანაც მითამაშია, კვარაცხელია კი ყველაზე ტექნიკური. ხვიცა ამ მხრივ ყველაზე მეტადაა დაჯილდოვებული” – ამბობს მაკტომინეი.
შოტლანდიელ ფეხბურთელს კარიერის მანძილზე არაერთ ვარსკვლავთან ერთად უთამაშია, თუმცა როგორც ჩანს კვარაცხელიას შესაძლებლობებმა გაოცებული დატოვა.
Post Views: 528