ცნობილ ქართველ მომღერალს ალექსანდრე ზაზარაშვილს ძმა გარდაეცვალა.
აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი, ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„ძმა დავკარგე…სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები ნიკა, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებდი, სულ თვალწინ მიტრიალებს მთელი ჩვენი ბავშვობა, არ მჯერა რომ აღარ ხარ და ალბათ ვერც დავიჯერებ“, – წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
როგორც ცნობილია, მისი უფროსი ძმა ნიკა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, რომელიც გორი-რუისის გზაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მომხდარის შედეგად 20 წლის ნიკა ქვრივიშვილი ადგილზე დაიღუპა.
„ავტობანზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა“, – ჰყვებიან ახლობლები.
აღსანიშნავია, რომ რომ წლების წინ ალექსანდრეს ოჯახმა ოთხი დედმამიშვილი იშვილა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ გარდაცვლილია.