“ჩემს გამო გარისკა..” – რას ამბობს კვარა ნაპოლის ბოსის შესახებ

“ჩემს გამო გარისკა..” – რას ამბობს კვარა ნაპოლის ბოსის შესახებ

“La Gazzetta dello Sport”-მა “ნაპოლის” ქართველ შემტევთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა სადაც არაერთ თემაზე იყო საუბარი:

ლუჩანო სპალეტის შესახებ:

“ის ჩემთვის მამასავითაა, ვერასდროს შევძლებ, რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო. მან მომცა საშუალება მეთამაშა უმაღლეს დონეზე და ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ყოველთვის მხარს მიჭერდა, მათ შორის რთულ მომენტებშიც. როდესაც მაქსიმუმს ვერ ვაკეთებდი, მუდამ მამხნევებდა და მიცავდა. მისგან უამრავ რჩევას ვიღებდი. დღესდღეობით როგორი მოთამაშეც ვარ, ეს მისი დამსახურებაა”

აურელიო დე ლაურენტისის შესახებ

“დე ლაურენტისი მადლობას იმსახურებს, ჩემი ძალიან სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხას სრულიად უცხო ბიჭში იხდიდა, მან ეს გააკეთა და დიდი რისკიც გასწია”

რუდი გარსიას შესახებ:

“ას შეუძლია უკეთეს მოთამაშედ მაქციოს, ახლა მისი სათამაშო სტილის შესახებ ვსწავლობთ. მომწონს როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელიც. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებაში დაგვეხმარება”

ოსიმენის შესახებ:

“ვიცოდი, რომ ოსიმენი ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ბიჭის თავმდაბლობამ გამაკვირვა, ერთმანეთს იდეალურად შევეწყეთ, რაც მოედანზეც კარგად გამოჩნდა. ყოველთვის ვიცი, სად იმყოფება, თითქოს მის მოძრაობას მუდამ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორიც იმავეს გეტყვით”, – განუცხადა ხვიჩამ იტალიურ გამოცემას

Leave a Comment