ნეაპოლური გამოცემა Cronache di Napoli ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით წერს, რომ ქართველი ვარსკვლავი ნაპოლის დატოვებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დარჩენასთან.
ინტერთან მატჩამდე ან მატჩის შემდეგ კვარას წარმომადგენლებსა და ნაპოლის ხელმძღვანელობას შორის სწორედ ეს უნდა გაირკვეს.
თუ კვარა ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ყველაფერი ზაფხულისკენ გადაიწევს და დიდი ალბათობით ხვიჩა უკვე გუნდს დატოვებს.
“კვარას კონტრაქტის გახანგრძლივების შანსები მისი გაყიდვის შანსებზე უფრო დაბალია, თუმცა მორიგი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“. – წერს გამოცემა.
Post Views: 5,991