ნაპოლი იშლება ? გუნდს ვარსკვლავები ტოვებენ…

ნაპოლი იშლება ? გუნდს ვარსკვლავები ტოვებენ…

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ “ალ შაბაბი” პოლიტანოს აგენტს დაუკავშირდა და მზადაა ტრანსფერში 12 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხელშეკრულება 2027 წლამდე გაუფორმოს, ხოლო ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 7 მილიონი დაუნიშნოს.

შეგახსენებთ, რომ გუნდი დატოვა უკვე ელიფ ელმასმა. პიოტრ ზელინსკიმ კი მილანის “ინტერთან” მოლაპარაკებები თითქმის დაასრულა.

მიუხედავდ იმისა, რომ ოსიმენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა, ნიგერიელმა ფორვარდმა შესაძლოა კლუბი მაინც დატოვოს და ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდეს.

ასე რომ პოლიტანო და ზელინსკი გუნდის დატოვებასთან ახლოს არიან. ზამბო ანგისას კი ტურინის იუვენტუსი აკვირდება და მალე მიმართავს ნაპოლის ტრანსფერის თაობაზე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *