საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “სენტ-ეტიენის” შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა კვლავ შეძლო ჩვენი გახარება.
დავითაშვილმა ოქტომბერში ჯამში 5 გოლი გაიტანა; ოსერის წინააღმდეგ გატანილი 3 გოლიდან ერთ-ერთი კი საფრანგეთის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესოდ დასახელდა.
ქართველი შემტევი საფრანგეთის საფეხბურთო ელიტაში ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვისაც იბრძვის; ხმის მიცემა ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი
Post Views: 398