იტალიურ მედიაში ხშირად აკრიტიკებენ კვარაცხელიას რომ კვარა ძველებურად აღარ უტევს მეტოქეებს და უბურთოთ ხშირადაა.
ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა კი წერს, რომ ამის მიზეზი კვარაცხელიას დაცვაში განსაკუთრებული მონდომებით თამაშია და შეტევასთან ერთად ეს კომპონენტიც დახვეწა.
“ვცდებოთ კვარას თაობაზე რომ ბოლო დროს მონდომებული აღარ იყო, თუ დააკვირდებით, შეტევის გარდა დაცვაშიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში და ეს ინტერთანაც დაამტკიცა.
ხვიჩა ნაპოლის რიგებში საუკეთესო იყო.
ძნელია ასეთ ფეხბურთელს მოსთხოვა სულ შეტევაში წასვლა და მომენტების შექმნა, როდესაც დაცვაში თამაშიც ევალება. ხვიცა რობოტი არ არის” – წერს გამოცემა.
მართლაც აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტეს ხელში კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და დაცვაში თამაშიც გააუმჯობესა.
Post Views: 751