ეს ხვიჩაზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედებს – რას წერს იტალიური მედია

ეს ხვიჩაზე ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედებს – რას წერს იტალიური მედია

ნაპოლიმ ვალტერ მაძარი გაათავისუფლა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ კი მთავარ მწვრთნელად 55 წლის იტალიელი სპეციალისტი, ფრანჩესკო კალცონა ინიშნება. ინფორმაციას რამდენიმე ავტორიტეტული იტალიური სააგენტო ავრცელებს.

იტალიურ პრესაში იწერება, რომ ფეხბურთელებისთვის ერთი სეზონის მანძილზე ამდენი მწვრთნელის ცვლილება ცუდად იმოქმედებს.

“სპალეტის წასვლა, შემდეგ ცოტა ხნით გარსია, შემდეგ მაძარი და ახლა უკვე კალცონა ? ერთი წლის მანძილზე ამდენი მწვრთნელის ცვლილება გუნდის ლიდერებზე ცუდად იმოქმედებს ფსიქოლოგიურად. კვარაცხელია და ოსიმენი მთავარი ვარსკვლავები არიან, რომლებმაც უკვე სხვა მწვრთნელის ტატქიკაში უნდა გამოცადონ ბედი. ეს მარტივი არაა, ორ-სამ თვეში სხვადასხვა მწვრთნელი მიიღო და გადაეწყო ასევე სხვადასხვა ტაქტიკებში” – წერს ერთ-ერთი ნეაპოლური მედია.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *