რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ლევან ლოხიშვილი „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის, ცნობილი „ინფლუენსერის“, თამაზ ლოხიშვილის ძმაა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამაზას მეგობარი, ტრენერი მაკა ხიზანიშვილი გვიზიარებს.
„გუშინ რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა თამაზას ძმა…მინდა მივუსამძიმრო თამაზას და მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია…ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული“, – წერს მაკა ხიზანიშვილი.
Post Views: 1,091