მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია “რომასთან” მატჩში ანტონიო კონტემ ნაადრევად, 67-ე წუთზე შეცვალა, რითიც კვარა უკმაყოფილო დარჩა.
კონტემ მატჩის შემდეგ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი დაასახელა.
ნაპოლის მწვრთნელმა განაცხადა, რომ ხვიჩა დაღლილი იყო სანაკრებო მატჩების შემდეგ და მის ჯანმრთელობას მოუფრთხილდა.
გულშემატკირვებში გაჩნდა კითხვა, ხომ არ აპირებს კვარაცხელიას სათადარიგო სკამზე გადაწევას კონტე, რასაც იტალიური მედია გამოეხმაურა.
“ქართველი შემტევი ნაპოლის განუყოფელი ნაწილია. მომდევნო მატჩებში კვარაცხელიას ბოლომდე დატვირთავს კონტე. კვარა კონტესთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და გუნდის ლიდერად მიიჩნევს. მისი სათადარიგოზე გადაყვანა არც კი განიხილება” – წერს ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა.
Post Views: 4,370